„საბურთალო“ – ჩემპიონთა ლიგაზე დანაკლისით

408

თბილისის „საბურთალო“, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩის გასამართად, ტირასპოლში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ტრავმების გამო ინტერს გის და ელვინ ტერას მოისაკლისებენ.

გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში მოახლოებული მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეებიომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი, თორნიკე მეგრელიშვილი.

მცველებიგიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, ნიკოლოზ მალი, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ლევან კაკუბავა, იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ვაგნერ გონსალვესი, გიორგი კოხრეიძე.

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი.

„შერიფისა“ და „საბურთალოს“ მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

წყარო: worldsport.ge

SHARE