აშშ-ის ქალთა ნაკრების ფეხბურთლმა მეგობარ გოგონას აკოცა. ფოტომ სოციალური ქსელები დაიპყრო

375

საფრანგეთში დამთავრებული ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, აშშ-ის ნაკრებმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგო და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი.

ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგ, ამერიკელთა მცველმა, კელი ო’ჰარამ ტრიბუნასთან მიირბინა და თავის შეყვარებულ გოგონას აკოცა. ამ ფოტომ სოციალური ქსელები დაიპყრო. ო’ჰარას ადრე არასოდეს უთქვამს თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ერთი, ვინც საჯაროდ თქვა თავისი ლესბოსელობის შესახებ, მეგან რაპინო გახლავთ, ამერიკელთა ვიცე-კაპიტანი, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და მეგოლე. ლგბტ თემის აქტიური მხარდამჭერი და პრეზიდენტ ტრამპის მოძულე.

საინტერესოა, რომ პირველი სპორტსმენი ქალი, ვინაც თავისი ლესბოსელობა საჯაროდ აღიარა, ლეგენდარული ჩოგბურთელი, ბილი ჯინ კინგი იყო. ეს ამბავი 1981 წელს მოხდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE