მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა – ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს

467
15-29 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 10 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ღირსებას შემდეგი მოფარიკავეები დაიცავენ:

ხმალი: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, დარია ანტონოვა

რაპირა: ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი
დაშნა: მაია გუჩმაზოვა.
ბუდაპეშტში გამგზავრების წინ საქართველოს ნაკრების რამდენმა წევრმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:
მიხეილ მარდალეიშვილი: “მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდედ მივდივარ, სეზონის მთავარ შეჯიბრებაზე გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლოა. ეს ის შეჯიბრია, რომლისთვისაც მთელი წელი ვემზადები და მინდა უმაღლესი შედეგი ვაჩვენო”.

თეოდორა კახიანი: “ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება ტრავმირებული მაჯით მიწევს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემთვის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდე”.

ბექა ბაზაძე: “მსოფლიო ჩემპიონატი საუკეთესო შანსია იმის, რომ მთელ მსოფლიოს წარუდგინო შენი თავი და შენი ქვეყანა. წელს ორმაგად მნიშვნელოვანია წარმატებით გამოსვლა, რადგან ტოკიო 2020-ის სალიცენზიო ქულები თამაშდება. ჩვენი მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა”.

წყარო: sportall.ge
SHARE