როგორც მოგეხსენებათ, ანდრეა ბარძალიმ კარიერა დაასრულა.
იტალიელი ტურინის “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბში შესვლას გეგმავდა, მაგრამ მაურიციო სარის დანიშნვის შემდეგ, მან გადაიფიქრა.
“ბებერი ქალბატონის” ყოფილმა მცველმა დასვენება ითხოვა და კლუბი გაურკვეველი ვადით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ აპენინელმა მწვრთნელმა მის შემცვლელს უკვე მიაგნო.
“ბიანკონერიში” იმუშავებს დანიელე ტონიაჩინი, ცნობილი “Milan Lab”-ის დამფუძნებელი.
იტალიელი “როსონერიში” 20 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
წყარო: goal.ge