Corriere dello Sport-ის ცნობით, გონსალო იგუაინმა ახალ გუნდში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
არგენტინელის სამუშაო ადგილი “რომაში” იქნება, მაგრამ “პიპიტას” თავისი მოთხოვნები აქვს.
კერძოდ – ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის ხელფასი წელიწადში 6.5 მილიონ ევროს შეადგენს და სამხრეთ ამერიკელს სურს, რომ “მგლებში” მას ანალოგიური ანაზღაურება ჰქონდეს.
იმ შემთხვევაში, თუ “ჯალოროსო” იგუაინის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ის მარადიულ ქალაქში აღმოჩნდება.
“ბებერ ქალბატონს” თავის მხრივ იმედი აქვს, რომ გონსალოს ტრანსფერში ნიკოლო ძანიოლო იქნება ჩართული.
წყარო: goal.ge