El Pais-ის ცნობით, პსჟ თავდამსხმელ ნეიმარზე ფასდაკლებას გამოაცხადებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგვისტოს ბოლო კვირამდე მთხოვნელი არ გამოუჩნდება.
ასეთ შემთხვევაში პარიზული კლუბი ბრაზილიელის სატრანსფერო ფასს 150 მილიონ ევრომდე დაუწევს.
კი ამტკიცებდა “პარი სენ ჟერმენის” ახალი სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომ “ბარსელონას” ნეის ტრანსფერზე არ მიუმართავს, მაგრამ El Pais-ი ირწმუნება, რომ მიმართა კიდეც და ეს ჯერჯერობით ერთადერთი კლუბია, რომელმაც ეს გააკეთა.
თავად ფეხბურთელი გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა და ამისათვის დააჯარიმებენ.
წყარო: sportall.ge