გიორგი ჭიაბრიშვილი: არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი

394
თბილისის “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიბრიშვილმა ტირასპოლის “შერიფთან” (3:0) სტუმრად მოგებული მატჩი შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
“თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და ბუნებრივია, ხარისხით და შედეგით კმაყოფილი ვარ. მით უფრო, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბევრ რამეში გაგვიმართლა. არ დავმალავ, რომ ასეთი ანგარიშით გამარჯვებას არ ველოდი. მაგრამ ბევრიც სწორად გავაკეთეთ და ეს შედეგიც აისახა. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი გამარჯვება გაუხარდა.

მეორე ტაიმში მეტოქემ ნახევარდაცვა გააძლიერა, ჩვენ კი დაღლა გვეტყობოდა და არ მინდოდა ცენტრში უპირატესობა დაგვეთმო. კაკუბავა მოედანზე ამიტომ შევიყვანე.

ჩემი ბიჭებისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ მადლობა გადავუხადე. სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა შეუძლებელია. ჩემთვის ყველა მოგება განსაკუთრებულად სასიხარულოა, მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ, ძნელი წარმოსადგენია, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. ეს ნახევარი გზაა, საბოლოო წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. წინ კიდევ ერთი, გადამწყვეტი მატჩია და მთავარია, თბილისშიც ასე ვითამაშოთ”, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

წყარო: sportall.ge

SHARE