შუნსუკე ნაკამურა 41 წლის ასაკში ახალ კლუბში გადავიდა

328

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი შუნსუკე ნაკამურა, 41 წლის ასაკში იაპონიის J2 ლიგის ბინადარ “იოკოჰამას” შეუერთდა.

ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ის გუნდში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე არ იქნება, ეს წოდება 52 წლის თავდამსხმელ კაზუიოში მიურას აქვს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გასულ ზამთარში 1 წლით გაახანგრძლივა.

მას დებიუტი 1986 წელს ჰქონდა და ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა, ეს 2017 წელს მოხდა.

რაც შეეხება ნაკამურას, მან გულშემატკივარს თავი “სელტიკში” თამაშისას გააცნო, ერთი სეზონის განმავლობაში ის “ესპანიოლის” ღირსებასაც იცავდა.

წყარო: sportall.ge

SHARE