ქართული მედიის რჩეული გიორგი ჩაკვეტაძე გახდა

456

გიორგი ჩაკვეტაძე “სარბიელის” ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულია. ის საქართველოში არ იმყოფებოდა და მე-18 გამოკითხვის შედეგები უჩვეულოდ გვიან ამიტომ გამოცხადდა.

გამოკითხვაში სულ 79 ჟურნალისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” შემტევმა ნახევარცველმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა – ის პირველ ადგილზე 67-მა ჟურნალისტმა დაასახელა და 214 ქულა დააგროვა. მეორეზე 85 ქულით მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია გავიდა, ხოლო მესამეზე 63 ქულით – საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ყაზახური “ტობოლის” ნახევამცველი ჯაბა კანკავა.

ნომინანტებში სულ 24 ფეხბურთელი დასახელდა, რომელთგან ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ექვსი თამაშობს – როინ კვასხვაძებუდუ ზივზივაძე (ორივე – ქუთაისის “ტორპედო”), ლაშაშინდაგორიძეგიორგი გაბედავა (ორივე – “საბურთალო”), ლევან კუტალია (“დინამო” თბ) და მიხეილ ალავიძე (“დინამო” ბთ).

ჩაკვეტაძის ბავშვობა მისმა მწვრთნელმა, “ოქროს თაობის” თბილისის “დინამოს” მცველმა, თამაზკოსტავამ გაიხსენა: წვიმა იყოთოვლი თუ ქარივარჯიშს არ აცდენდა და თავიდანვე ეტყობოდა,ფეხბურთის სიყვარული და შრომის უნარიგიორგის წარმატებები მახარებს და იმედიარომ მისისახით საქართველოს დიდი ფეხბურთელი გაეზრდება“.

ალექსანდრე ჩივაძედაახლოებით 10 წლის წინთამაზმა მთხოვატურნირზე საუკეთესო მოთამაშეშეარჩიეომივედი ფინალის საყურებლად და 15 წუთში ვუთხარირად უნდა ამას დაკვირვებაესქერათმიანი ბიჭი აშკარად გამოირჩევამეთქი… გავიდა წლები და გიორგი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.მან ეს აღიარება დაიმსახურასაქართველოში კი საუკეთესოდ აღიარება ბევრს ნიშნავს“.

ჩემთვისძალიან საპატიო და სასიხარულოა გამარჯვება იმ გამოკითხვაშირომელშიც წინა წლებშიჟურნალისტებმა ბევრი ვარსკვლავი აღიარესმადლობა ქართველ ჟურნალისტებსრომლებმაცგამომარჩიესჩემი დიდი სურვილიარომ ეროვნულ ნაკრებში წარმატებით ვითამაშოევროპისჩემპიონატზე მოვხდეთ და ჩვენი თამაშით ყველა გავახაროთ“, – თქვა თავად გამარჯვებულმა.

ცხადია, ჩაკვეტაძეს გავესაუბრეთ და დავინტერესდით, როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი: ახლა “გენტი” შეკრებაზეა და მე ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვვარჯიშობმაგრამ რეაბილიტაციაკარგად მიდის და იმედი მაქვსმოედანს ოქტომბრის ბოლოს დავუბრუნდები“.

ბელგიური მედიის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ ახალი სეზონიდან “გენტისთვის” სამი ქართველი, თან სამივე – გიორგი შეუტევს: ჩაკვეტაძესა და ქვილითაიასთან ერთად, გუნდშია უნგრული “უიპეშტიდან” დაბრუნებული გიორგი ბერიძეც, რომელიც ამხანაგურ მატჩშებში ბრწყინვალედ გამოიყურება.

საკონტროლო თამაშებიდან გამომდინარებერიძე უნდა დაბრუნდეს და გამიხარდებათუ “გენტშისამი ქართველი ერთად ვითამაშებთ“, – ესეც ჩაკვეტაძის სიტყვებია.

დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაჯილდორომელსაც მედიის წარმომადგენლები საკუთარი გემოვნების მიხედვით გადასცემენგამარჯვებულსროცა საქართველოს ჩემპიონატში დაიწყეს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა,გამარჯვებული მე გავხდი და ეს ჯილდო სასიამოვნოდ მახსენდება. 20 წლის ბიჭისთვის დიდისიხარული და მოტივაცია იყო ამხელა აღიარებაგიორგიც დაახლოებით ამ ასაკისაა და ის მთლიანადსაქართველოს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელესრასაც ვულოცავ – ეს დიდი პასუხისმგებლობაა!დარწმუნებული ვარმისთვისაც ეს დამატებითი მოტივაცია გახდება“.

სფფ-ის გენმდივანმა ეროვნული ნაკრებისთვის ახალგაზრდა მოთამაშის  მნიშვნელობაზეც ილაპარაკა: გიორგი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდაიმედიამალეგამოჯანმრთელდება და ეროვნულ გუნდს კიდევ უფრო მეტად გამოადგებამას ეს პასუხისმგებლობაკარგად აქვს გაცნობიერებული და ვუსურვებ წარმატებას როგორც სანაკრებოისე საკლუბო დონეზე“.

შეგახსენებთ, რომ ეს საქართველოში ერთადერთი გამოკითხვაა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენაა. გამოკითხვა შარშან, 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. პირველად გამარჯვებული 1993 წელს დააჯილდოვეს და ის თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე გახდა. საინტერესოა, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საუკეთესოდ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი დასახელდა. მას შემდეგ გამარჯვებულები მხოლოდ ლეგიონერები ხდებოდნენ.

შოთა არველაძე კი ერთადერთია, რომელმაც პრიზი სამ კლუბში გამოსვლის შედეგად მიიღო – პირველად “ტრაბზონსფორში” თამაშით აღიარეს, შემდეგ – “აიაქსსა” და “ალკმაარში”. ისიც აღსანიშნავია, რომ შოთამ პირველი და მესამე აღიარება (1994, 2007) 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაისმახურა.

ყველაზე მეტჯერ (4) ჯილდო ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და “მილანის” ექსმცველმა კახა კალაძემ მიიღო.

წყარო: lelo.ge

SHARE