შვედეთის ქალაქ გეფლეში მიმდინარე 23-წლამდელ მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე მედლისთვის იბრძოლებს.
ახალგაზრდა მძლეოსანმა საკვალიფიკაციო ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზა. წესების მიხედვით, ფინალის საგზურს ის ათლეტები ეუფლებოდნენ, რომლებიც ბირთვს მინიმუმ 18.80 მეტრზე გადააგდებდნენ, ან, ამ შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში, 12 საუკეთესოთა შორის მოხვდებოდნენ.
მუჯარიძემ 19.41 მეტრზე ტყორცნა ბირთვი, A ჯგუფში მეორე, 28 მონაწილეს შორის კი მე-5 შედეგი დააფიქსირა და კონტინენტის პირველობის მედლის მოგების შანსი შეინარჩუნა.
ამ დისციპლინაში მედლები 12 ივლისს გათამაშდება. აქვე გეტყვით, რომ მუჯარიძემ მარტში 20.27 მეტრზე ტყორცნა
ბირთვი, რაც 2019 წლის სეზონის მეხუთე საუკეთესო შედეგია.
მომზადებულია Sportstat.gov.ge-ის მიხედვით