სამწუხარო ამბები: ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა, გაგამარუსაც ტრავმა აქვს

648

ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს სუპერტურნირს 12 ივლისს, მეექვსე საშეჯიბრო დღეს გამოეთიშა.

მიზეზი ტრავმაა, ტოჩინოშინს მხარი და მუხლი აქვს დაზიანებული.

შედეგად, ქართველი ოძეკი ივლისის ტურნირში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და აქამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 5-ივეში დამარცხდა.

გორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ მაეგაშირა ასანოიამასთან მარცხის შემდეგ მიიღო.

“გუშინ კიდევ ერთი სამწუხარო მარცხი მივიღეთ. მან ყველაფერი გააკეთა ტკივილის დასამარცხებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარ ძალასაც ვერ იყენებს”, – აცხადებენ კასუგანოში (კლუბი, რომლის წევრიც არის ტოჩინოშინი).

შემდეგ ტურნირში, რომელიც სექტემბერში გაიმართება, ქართველ ფალავანს ე.წ “კადობანში”

ჩადგომა კიდევ ერთხელ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, აღნიშნული წოდება ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე, 10:5-ზე ბალანსის დაფიქსირების შემდეგ დაიბრუნა.
კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი გვაქვს, ის არის, რომ ორი დღის წინ იუტაკაიმასთან ბრძოლისას ტრავმა მიიუღო გაგამარუმაც. თეიმურაზ ჯუღელს ტერფზე ნეკა თითის მოტეხილობა აქვს. არადა დადებითი ბალანსი მოპოვების შემდეგ შანსი აქვს, რომ ელიტაში დაბრუნდეს.
თუმცა გაგამარუ ჯერჯერობით ბაშოდან მოხსნას არ აპირებს და სურვილი აქვს, ბოლომდე იბრძოლოს.
წყარო: sportall.ge
SHARE