ფიფამ დისციპლინარულ კოდექსში ცვლილებები შეიტანა.
Yahoo Sports-ის ინფორმაციით, ახალი წესების მიხედვით, რასიზმის ან სხვა დისკრიმინაციის გამოვლენისთვის მინიმალური დასჯა 10 მატჩი იქნება. გარდა ამისა, ასოციაციები და კლუბები, რომლებიც მსგავს ქმედებაში იქნებიან ბრალდებულნი, იძულებულები გახდებიან ერთი მატჩი შეზღუდული რაოდენობის ქომაგებით ჩაატარონ და 20 ათას დოლარიანი ჯარიმაც გადაიხადონ. ახალი წესები ძალაში შემდეგსავე კვირიდან შევა.
„წესების შეცვლით, ფიფა ახალ ბრძოლას იწყებს ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობის მხრივ.“ – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც ირკვევა, რასისტული შემოეტვების მსხვერპლი შესაბამისი ორგანოების მიერ დაპატიჟებული იქნება ღონისძიებაზე, სადაც თხრობითი ან წერითი განცხადების გაკეთების საშუალება ექნება.
წყარო: goal.ge