სკანდალი გრიზმანის გარშემო – ატლეტიკო სასამართლოში ჩივის

456

ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო, მადრიდის ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის დიდი კონფლიქტი მწიფდება. მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა 28 წლის ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს, ატლეტიკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მადრიდული კლუბი ამ ტრანსფერს სასამართლოში გაასაჩივრებს.

დღეს, 12 ივლისს, ფეხბურთელის წარმომადგენელი ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში გამოცხადდა და პირგასამტეხლო თანხა, 120 მილიონი ევრო გადაიხადა. ატლეტიკოში ფიქრობენ, რომ თანხა არასაკმარისია:

“ანტუან გრიზმანის სახელით, მისი ადვოკატი პროფესიული ფეხბურთის ლიგის შტაბბინაში გამოცხადდა, რათა ცალმხრივად გაეწყვიტა ატლეტიკოსთან კონტრაქტი და გადაეხადა თანხა 120 მილიონი ევროს ოდენობით.

ატლეტიკო ფიქრობს, რომ შეტანილი თანხა არასაკმარისია კონტრაქტის გამოსასყიდად, რადგან აშკარაა, რომ ფეხბურთელი ბარსელონას იქამდე შეუთანხმდა, სანამ პირგასამტეხლო თანხა 200-იდან 120 მილიონ ევრომდე დაეცემოდა. თავად ფეხბურთელმაც კლუბიდან წასვლის შესახებ იქამდე ისაუბრა, სანამ მისი ფასი დაიკლებდა.

ატლეტიკოს მიაჩნია, რომ კონტრაქტის გაწყვეტა გასული სეზონის დასრულება ჯერ კიდევ გასული სეზონის დასრულებამდე, ფეხბურთელის მოქმედებების გამო მოხდა და შესაბამისად, კლუბმა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის პროცედურები უკვე დაიწყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: popsport.ge

SHARE