კვარაცხელიამ „ლოკომოტივს“ გაუტანა (VIDEO)

446

15 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატზე “რუბინმა” მოსკოვში კვარაცხელიას გოლით ფრეს მიაღწია “ლოკომოტივთან” – 1:1.

მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა თქვა, რომ კვირკველიამ ტრავმა მოირჩინა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ათამაშებდა, თუმცა სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა გუნდის თავკაცმა შარონოვმა კი მოულოდნელად კვარაცხელია ძირითადში არ დააყენა, ისევე როგორც მიქელთაძე, სამაგიეროდ სასტარტოში იყო დავითაშვილი.

პირველ ტაიმში მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა ყაზანელთა კარში, როდესაც დენისოვმა ჟამალეტდინოვი საჯარიმოს ხაზზე მოცელა, თერთმეტმეტრიანი კი ანტონ მირანჩუკმა ვერ გამოიყენა – ბურთი ხარიხას გაარტყა. მომენტი ჰქონდა დავითაშვილს, რომელმაც ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

66-ე წუთზე ალეკსეი მირანჩუკმა “ლოკო” დააწინაურა, ამის შემდეგ კვარაცხელიამ დავითაშვილი შეცვალა და მოედანზე შესვლიდან 10 წუთში ანგარიში გაათანაბრა – მან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს გილერმეს კარის ბადეში თავურით მიუჩინა ადგილი და გოლი არ აღნიშნა, ხელები ასწია და გაშეშდა, თითქოს არც გაუტანია და შემთხვევით გამოუვიდა. ვერაფერს იტყვი, გოლიც თქვენი მოწონებული გახლდათ და მასზე ხვიჩას რეაქციაც!
შეხვედრის დასასრულს სიომინი გამწარდა, სარბენ ბილიკთან გაიჭრა და ხან თავის ფეხბურთელებს უყვიროდა და ხან მსაჯებს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.
მოსკოვი. “RZD არენა”. 10 732 მაყურებელი
ლოკომოტივი – რუბინი 1:1
გოლები: 1:0 ალეკსეი მირანჩუკი (1:0), 1:1 კვარაცხელია (77)
გამოუყენებელი პენალტი: ანტონ მირანჩუკი (23)
წყარო: sportall.ge
SHARE