ბითაძემ „ინდიანასთან“ კონტრაქტი გააფორმა

565

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ “პეისერსთან” კონტრაქტს ხელი მოაწერა. ამ ინფორმაციას ინდიანელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

კლუბი ხელშეკრულების დეტალებს არ ავრცელებს, არაოფიციალური ცნობებით კი, 19 წლის ქართველ ცენტრთან ახალბედისთვის კუთვნილი მაქსიმალური ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ორწლიან კონტრაქტს ითვალისწინებს, 1+1 გახანგრძლივების პერსპექტივით.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ლეგიონერი ამერიკულ კლუბში გატარებულ პირველ სეზონში 2.82 მილიონ დოლარს მიიღებს, სულ კი, 4 წლის განმავლობაში, 13.64 მილიონს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ “ინდიანა პეისერსმა” ბითაძე NBA-ს გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა, თუმცა, ჩვენებურს სავიზო პრობლემების გამო, გუნდთან შეერთება დაუგვიანდა და საზაფხულო ლიგის გამოტოვება მოუხდა. ბოლო ცნობებით, გოგა “პეისერსში” 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

წყარო: worldsport.ge

SHARE