წუთზე მუჰამეროვიჩმა მოედნის ცენტრში უკნიდან სახიფათო ვარდნაში დეკანოიძე მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამით ისედაც გადაწყვეტილი ორრაუნდიანი პაექრობის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.
მოკლედ, ფრუიძის ძალიან პრაგმატულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს მწვრთნელის როლი ფეხბურთში – სწორად გათვალოს ყველაფერი და შედეგი მიიღოს. მართალია, თამაში ვერ გახლდათ მთლად საამოდ საცქერი და მოწინააღმდეგეც ვერ იყო მაღალი დონის, მაგრამ როგორც იტყვიან, მიზანი ამართლებს საშუალებას.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და ყველაზე აქტიურმა სარდალიშვილმა მეორედ დაამწუხრა კაბრალი. ბოლოს მამასახლისმა საჯარიმოში “ფოლას” თავდამსხმელი წააქცია, სინანმა პენალტი გამოიყენა და მატჩი 2:1 დასრულდა.
ასე და ამგვარად, “ჩიხურამ” ლუქსემბურგული ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და შემდეგ ეტპზე “აბერდინსა” და “როვანიემის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თბილისი. “დინამო არენა”
ჩიხურა: ჰამზიჩი, მამასახლისი, მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია (ჩიტეიშვილი 76), დეკანოიძე, სარდალიშვილი, ჩიხლაძე, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ერგემლიძე 67), ფანცულაია
ფოლა: კაბრალი, ბერნარდი, კორალი, მუჰარემოვიჩი, კარონი (დრიფი 46), ფრერე (ჰაჯი 75), საკრასი, სინანი, მერში (ქუასიერორო 67), კლაინი, სეიდი
წყარო: sportall.ge