ბოლო ტურში დაკარგული ლიდერობა

605

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფში პირველი მატჩი წააგო, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. გუშინ, ქართველმა კალათბურთელებმა ესტონეთთან 67:78 წააგეს, თუმცა კი, პლეი-ოფში მაინც გააღწიეს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარეს და შედეგი გასაკვირი არ ყოფილა.
ქართველებმა თამაშიდან 59-დან მხოლოდ 19 ტყორცნა გამოიყენეს, 11 საჯარიმო ააცილეს და ბურთი 21-ჯერ დაკარგეს, ამ ფონზე კი, წარმატებაზე ფიქრი ძნელი გახლდათ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე 17 ქულა ჩააგდო ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ლუკა მაზიაშვილი კი 10 ქულას გამორჩა.
საბოლოოდ, C ჯგუფში ჰოლანდიამ, საქართველომა და ესტონეთმა 9-9 ქულა (4 მოგება, 1 მარცხი) მოაგროვეს, სამ გუნდში დათვლილი ბურთების სხვაობით კი, სატურნირო ცხრილში სწორედ ზემოაღნიშნული მიმდევრობით განლაგდეს.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში საქართველო და ჯგუფის საუკეთესო გუნდს, დიდი ალბათობით, მასპინძელ პორტუგალიას ეთამაშება, ჰოლანდია კი ძალებს ბელგიასთან მოსინჯავს. შეხვედრები 19 ივლისს გახლავთ დაგეგმილი.

წყარო: worldsport.ge

SHARE