„საბურთალოს“ საჩუქარი გულშემატკივრებს: ზაგრების „დინამოსთან“ ბილეთის ფასი სიმბოლური იქნება

420

თბილისის „საბურთალოსა“ და ზაგრების „დინამოს“ მატჩზე დასასწრები ბილეთები სიმბოლური ფასი, 1 ლარი ეღირება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის ვებგვერდი ავრცელებს.

„გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინდელ თამაშზე მოვიდნენ „მიხეილ მესხის“ სტადიონზე და მხარი დაუჭირეს „საბურთალოს“. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოჰკლებია ჩვენს გუნდს, რაც დამატებითი მოტივაცია იყო ფეხბურთელებისთვის.

მომდევნო შეხვედრას „საბურთალო“ 23 ივლისს ზაგრების „დინამოსთან“ თბილისში გამართავს. გვსურს, მოახლოებულ შეხვედრაში დასწრება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რადგან გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მატჩზე დასწრება გვინდოდა ყოფილიყო თავისუფალი, თუმცა უეფას რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და ზაგრების „დინამოს“ მატჩი 23 ივლისს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

წყარო: worldsport.g

SHARE