გულშემატკივართა აზრით – „რუბინში“ ქართველები საუკეთესოები არიან

455

ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

როგორც ყაზანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კვარაცხელიამ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ხმები მიიღო – 40%. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე ასევე ჩვენებური ზურიკო დავითაშვილი გავიდა 24%-ით.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა „ლოკომოტივთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 66 წუთი გაატარა. კვარაცხელია კი თამაშში სწორედ მის ნაცვლად ჩაერთო და 76-ე წუთზე გატანილი გოლით „რუბინს“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოუტანა.

წყარო: worldsport.ge

SHARE