“ტორპედომ” პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგო, რაც საგანგაშო ნამდვილად არ გახლდათ, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ, არც “ორდაბასი” წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდის ლამის სრულად გადახალისების და შეუთამაშებლობის გამო, პრობლემას წარმოადგენდა, რამეთუ შეტევაში თავი ვერაფრით წარმოაჩინა და თბილისში მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდა გასატანი. მეტოქე მშვიდად დაუხვდებოდა და შანსის გამოყენებას შეეცდებოდა. გოლის გაშვება კი მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.
“ტორპედომ” დებიუტში პრესინგს მიმართა, შეუტია, დოლიძემ შორიდან დაარტყა კიდეც,
მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში მასვე ჰქონდა ჩინებული შანსი, თუმცა ახლო მანძილიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, სტუმრები თავს ორგანიზებულად დ უნარიანად იცავდნენ და იშვიათად გადადიოდნენ კონტრიერიშებზე.
მოკლედ, შეხვედრა სტუმართათვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, ქუთაისელთა შეტევები მინავლდა, შეცვლაზე შესულმა ბადიბანგამ კი კვასხვაძის კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
ტორპედო – ორდაბასი 0:2
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (იონანიძე 79), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ნებიერიძე, ცინცაძე, ფონიავა, კობახიძე, კაპანაძე (ჩოგაძე 61), დოლიძე (ციცქიშვილი 59)
ორდაბასი: ნეპოგოდოვი, ფონტანელო, მალი, ერლანოვი, ბისტროვი, კოვალჩუკი (მეჰანოვიჩი 70), დიახატე, მალანგუ, დოსმაგამბეტოვი, ჟოაო პაულუ, შეტკინი (ბაბადინგა 62)