ყოფილმა მწვრთნელმა ჯანო ანანიძე ლეო მესის შეადარა

451

კრილია სოვეტოვიდან” “სპარტაკში” დაბრუნებულმა ჯანო ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში “სოჭისთან” მოგებულ (1:0) შეხვედრაში მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ის მეორე ტაიმში შეცვალეს.

რუსულ argumenti.ru-ს “სპარტაკის” დუბლების ყოფილი მწვრთნელი ვალერი კეჩინოვი ესაუბრა, რომელიც ჯანოს კარიერის დასაწყისში, 2007-2008 წლებში ავარჯიშებდა.

“მას ფსიქოლოგიური პრობლემა არ აქვს. ჯანოს კარგად ვიცნობ. ის გაწონასწორებული, მშვიდი ბიჭია. ვფიქრობ, საქმე ფიზიკას ეხება. ფაქტია, რომ ამ ბიჭს აქვს ტექნიკა. ეს ყველამ იცის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მის გამოყენებას, შესაბამისი ფიზიკური ფორმა სჭირდება.

ახლა ფეხბურთი ძალიან მჭიდროა, როგორც კი ბურთს მიიღებ, მაშინვე თავს გესხმიან. აქედან გამომდინარე, ჯანო ცოტათი დაკარგულია. მას არ აქვს ასეთი რეაქცია, სისწრაფე, როგორც მესის. არგენტინელს ბურთი ფეხზე აქვს მიწებებული, ყველაფერს ისე სწრაფად აკეთებს, რომ მეტოქეს ხელის შეშლის დრო არ რჩება.

სხვანაირად ხდება ჯანოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ანთროპოლოგიურად ეს ორი ფეხბურთელი ერმანეთის მსგავსია.

აუცილებელია ჯანომ ფიზიკას მოუმატოს, მუდმივად იყოს კარგ ფორმაში, რომ ტექნიკურ ელემენტს სწრაფად გაუმკლავდეს – ამ შემთხვევაში ექნება შანსი საუკეთესო რუსულ კლუბებში ითამაშოს.

ბავშვი იყო, როდესაც “სპარტაკის” დუბლებში მოვიდა, მაგრამ ვნახეთ, მისი შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობები. ის მოედანს კარგად ხედავდა, აკეთებდა პასებს, გაჰქონდა გოლები. მას მის საყვარელ პოზიციაზე – თავდამსხმელის უკან ვაყენებდით. იქ ანანიძე გამორჩეული იყო, მაგრამ პრემიერლიგაში სულ სხვანაირი სიხისტეა.

“სპარტაკი” კი ძირითადად პოზიციურ შეტევას ცდილობს, რაც ჯანოსთვის სირთულეს წარმოადგენს”, –  განაცხადა კეჩინოვმა.

წყარო: sportal.ge
SHARE