ნაგოია ბაშო. XIV დღე: ტრავმირებულმა გაგამარუმ მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა [VIDEO]

568

20 ივლისს ნაგოია ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც გაგამარუმ რიგით მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თეიმურაზ ჯუღელი ტობიზარუს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან. ამ დროისთვის გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 3:11-ზეა. ბაშოს დასრულებამდე კი ერთი დღე რჩება.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ტრავმით ასპარეზობს.
ქართველი ფალავნის მომდევნო მეტოქე ცურუგიშო იქნება, ვისთანაც ბალანსი 4:6-ზე აქვს.
წყარო: sportal.ge
SHARE