ბულგარულ ბურგასში გუშინ დაიწყო 15-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ასპარეზობის სტარტზე ჩვენები რუსებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველო-რუსეთი 9:9
5:2, 1:1, 3:2, 0:4
საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (1), ბაგაშვილი (1), ბეგიაშვილი, ს. ტყეშელაშვილი, ახვლედიანი (3), ვასაძე, გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (3), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი (1).
ერთი კვირის წინ სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 15-წლამდელმა წყალბურთელებმა რუს თანატოლებს ოთხბურთიანი სხვაობით აჯობეს. ჩვენები გუშინაც გამარჯვების წყურვილით ჩაებნენ შეჯიბრებაში და საფინალო სირენამდე 52 წამით ადრე მიზანთანაც ახლოს იყვნენ. დღეს საქართველოს ნაკრები იტალიასთან გაარკვევს ურთიერთობას.
A ჯგუფი: უნგრეთი-სლოვაკეთი 20:6, ხორვატია-რუმინეთი 12:5
B ჯგუფი: ესპანეთი-თურქეთი 14:9, საბერძნეთი-ბულგარეთი 24:4
C ჯგუფი: საქართველო-რუსეთი 9:9, იტალია-ჰოლანდია 13:7
D ჯგუფი: სერბეთი-სლოვენია 22:4, მონტენეგრო-ბელარუსი 19:7.
წყარო: lelo.ge