მანჩესტერ იუნაიტედმა რეკორდული ტრანსფერი შეათანხმა

385

“ლესტერის” მცველი, გარი მაგუაირი უახლოეს პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა, იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun.

როგორც იწერება, “ეშმაკუნები” “მელიებს” 26 წლის ინგლისელის სანაცვლოდ 89 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ფეხბურთელი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 15 ივლისს გაივლის.

ასე და ამგვარად, მაგუაირი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად იქცევა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე, რეკორდი “ლივერპულის” მცველს, ვირჯილ ვან დეიკს ეკუთვნის, რომლის სანაცვლოდაც მერსისაიდელებმა 2018 წლის იანვარში “საუთჰემპტონს” 84,65 მილიონი გადაუხადეს.

გასულ სეზონში მაგუაირმა “ლესტერის” რიგებში 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

წყარო: goal.ge

SHARE