გუშინ საქართველოს ნაკრები პირველობის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიასთან ოთხი ბურთის სხვაობით დამარცხდა, არადა, შესვენებამდე ვერავინ იტყოდა, ამ მატჩში ვინ გაიმარჯვებდა.
საქართველო-იტალია 8:12
3:2, 2:3, 1:5, 2:2
საქართველო: ჩაგელიშვილი, კოზაშვილი (2), მიქაუტაძე, ბაგაშვილი, გელაშვილი, ს. ტყეშელაშვილი (1), ახვლედიანი (2), ვასაძე, გორგოძე, კირიაკიდი (1), ჩიქოვანი (2), ცოტაძე, ნ. ტყეშელაშვილი.
მატჩი ქართველთა იერიშებით დაიწყო და მე-4 წუთზე საბა ტყეშელაშვილმა თანაგუნდელები დააწინაურა. ნახევარი წუთის შემდეგ ჩეზარომ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის ბოლომდე ჩვენების ორ გოლს (ჩიქოვანი, ახვლედიანი) იტალიელებმა ერთი ბურთით (აგოლეტი) უპასუხეს. მეორე რვაწუთიანი მონაწკვეთის დასრულებამდე 80 წამით ადრე ქართველები ორი ბურთით წინ იყვნენ – 5:3, მაგრამ დარჩენილ დროში აპენინელებმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს.
დღეს მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას შეხვდება. ჩვენებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად, სულ მცირე, ფრე სჭირდებათ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფებიდან პირველადგილოსნები პირდაპირ მეოთხედფინალში გადიან, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალის დანარჩენი ოთხი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მეორე ტურის შედეგები
A ჯგუფი: რუმინეთი-სლოვაკეთი 5:6, უნგრეთი-ხორვატია 8:9
თ მ ფ წ ბ ქ
ხორვატია 2 2 0 0 21:13 6
უნგრეთი 2 1 0 1 28:15 3
სლოვაკეთი 2 1 0 1 12:25 3
რუმინეთი 2 0 0 2 10:18 0
B ჯგუფი: ესპანეთი-საბერძნეთი 5:6, ბულგარეთი-თურქეთი 7:17
თ მ ფ წ ბ ქ
საბერძნეთი 2 2 0 0 30:9 6
ესპანეთი 2 1 0 1 19:15 3
თურქეთი 2 1 0 1 26:21 3
ბულგარეთი 2 0 0 2 11:41 0
C ჯგუფი: იტალია-საქართველო 12:8, რუსეთი-ჰოლანდია
თ მ ფ წ ბ ქ
იტალია 2 2 0 0 25:15 6
რუსეთი 2 1 1 0 21:19 4
საქართველო 2 0 1 1 17:21 1
ჰოლანდია 2 0 0 2 17:25 0
D ჯგუფი: ბელარუსი-სლოვენია 9:14
თ მ ფ წ ბ ქ
სერბეთი 1 1 0 0 22:4 3
მონტენეგრო 1 1 0 0 19:7 3
სლოვენია 2 1 0 1 18:21 3
ბელარუსი 2 0 0 2 16:33 0
წყარო: lelo.ge