კლოპი: „ჰკითხეთ მანეს, რამდენი დასვენების დღე აქვს“

363

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეებს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვთ და თითქმის ვერ იღებენ დასვენების დღეებს, რომლებიც აუცილებელია ნორმალური აღდგენისთვის.

„ჰკითხეთ სადიო მანეს, რამდენი დასვენების დღე აქვს. მან აფრიკის ერთა თასზე სენეგალის ნაკრებში ყველა მატჩი ითამაშა. ყველა შეხვედრა ჩაატარა გასულ სეზონში „ლივერპულში.“ ყოველი საერთაშორისო პაუზის დროს ის ნაკრებში მიემგზავრება. პერსპექტივაში მსგავსი რამ მიუღებელია.

ეს ფეხბურთია და არა ველოსიპედზე ჯდომა. ახლო მომავალში ასეთი გრაფიკი როგორმე უნდა შევცვალოთ.“ – ციტირებს გრმანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.

„ლივერპულმა“ ივლისში ოთხი წინასასეზონო მატჩი უკვე გამართა. „ტრანმერს“ და „ბრედფორდს“ მოუგო, „დორტმუნდთან“ და „სევილისთან“ კი დამარცხდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE