ჰამბურგის ATP-ის 500-იან ტურნირის 1/8 ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე არგინტენელი 25 წლის ხუან იგნასიო ლონდერო (ATP: 56) იყო. ამ შეხვედრამდე ბასილაშვიილისა და ლონდეროს გზები ცოტა ხნის წინ, საფრანგეთში, როლან გაროსის ტურნირზე გადაიკვეთა, სადაც ჩვენებურმა სამწუხაროდ, პირწმინდად დათმო მატჩი და ახლა კარგი შანსი ჰქონდა იმ მარცხისთვის რევანში აეღო.
მოგეხსენებათ, ნიკა ჰამბურგის ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და ახლა ყველაფერთან ერთად, სარეიტინგო ქულების დაცვაც უწევს.
პირველი სეტში თავიდან თანაბარი თამაში გაჩაღდა. თუმცა ბასილაშვილს პირველივე თავისი მოწოდებაზე სამი ბრეიკ პოინტის გადარჩენა მოუხდა, მაგრამ შემდეგ ქართველმა მოახერხა საკუთრი თამაშის პოვნა, მე-7 გეიმში კი თავად მიიღო მეტოქის მოწოდების მოგების შანსი, რაც ჩინებულად გამოიყენა და შემდეგ უკვე საკუთრ მოწოდებაზე აღარ გასჭირვებია სეტის მოგება 6:4.
გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა ჩინებულად დაიწყო და 3:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა ტექნიკის საქმე იყო, მთავარი გახლდათ, ბასილას საკუთარი მოწოდებები არ უნდა წაეგო, რაც მოახერხა კიდეც და საბოლოო ჯამში 6:4, 3:6, 6:3 მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე 32 წლის ფრანგი ჯერემი შარდიიქნება (ATP: 77), რომელმაც მერვედფინალში თანამემამულე რიშარ გასკე დაამარცხა.
წყარო: lelo.ge