(ვიდეო) გილოცავთ – ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონია

698

ჰამბურგის 500-იანი რეიტინგის ტურნირის ფინალში ქართვემაი ნიკოლოზ ბასილაშვილიმა (ATP:16) რუსი ანდრეი რუბლიოვი (ATP:78) დაამარცხა.

ფინალამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ ეტაპზე უგო დელიენი დაამარცხა 6:4, 6:3, რასაც მოჰყვა გამარჯვებები ხუან იგნასიო ლონდეროსთან 6:4, 3:6. 6:3, ჟერემი შარდისთან 6:2, 6:3 და ალექსანდრ ზვერევთან 6:4, 4:6, 7:6(5).

რაც შეეხება 21 წლის რუბლიოვს მისი გზა ფინალამდე ასეთი იყო: კრისტიან გარინი 6:4, 7:6(5), კასპერ რუდი 6:3, 5:7, 3:6, დომინიკ ტიმი 7:6(3), 7:6(5) და პაბლო კარენა-ბუსტა 4:6, 7:5, 6:1.

თამაში ბასილაშვილმა ცოტა მძიმედ დაიწყო და მესამე გეიმში საკუთარი მოწოდებაც დათმო. ხანგრძლივი გამოდგა პირველი სეტის მეექვსე გეიმი რუბლიოვის მოწოდებაზე, რომელშიც რუსმა 4 ბრეიკ პოინტი გადაარჩინა, მაგრამ საბოლოოდ ნიკამ მეხუთე ცდაზე მაინც მოახერხა და ბრწყივალე დარტყმით გეიმის მოგება. რის შემდეგაც მეტოქეები საკუთრ მოწოდებებს იღებდნენ, თუმცა ბასილაშვილს მეათე გეიმში ჰქონდა შანსი სეტის მოგების, მაგრამ რუსმა მოახერხა ბრეიკის მოგერიება.

პირველი სეტის კულმინაცია მე-12 გეიმი იყო, რუბლიოვმა 40:15 წაიყვანა და თითქოს ტაი ბრეიკს წინ არაფერი აღუდგებიდა, მაგრამ ბასილაშვილმა შესანიშნავად ითამაშა მიღებაზე, რუბლიოვმა აქაც გაიბრძოლა, 4 ბრეიკის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეხუთე ცდაზე ბასილაშვილის აუღებელი დარტყმების წინაშე ვერაფერს გახდა და პირველი სეტი ნიკას სასარგებლოდ დასრულდა – 7:5.

მეორე სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო. ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებზე ყოჩაღობდნენ. უნდა ითქვა რომ პირველი სეტის მოგების შემდეგ ნიკა ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც დაეუფლა და კორტზე საკმაოდ თვდაჯერებული გამოიყურებოდა. თუმცა მე-7 გეიმში რუბლიოვმა მაინც მოახერხა ბასილაშვილის მოწოდების მოგება და დაწინაურება, საბოლოოდ კი სეტიც რუსის სასარგებლოდ დასრულდა 6:4.

ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებული გადამწყვეტ სეტს უნდა გამოევლინა. მესამე სეტი “ბასილამ” თვიდანვე აგრესიულად დაიწყო. მეორე გეიმში მიღებაზე კარგად ითამაშა და სამმაგი ბრეიკ პოინტი მოიპოვა, რომელიც მესამე ცდაზე გეიმის მოგებით დაასრულა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსმა იქვე უკუბრეიკით უპასუხა, რასაც ბასილაშვილის ბრწყინვალე თამაში მოჰყვა და ქართველმა რუბლიოვის მოწოდება მშრალად მოიგო, კვლავ ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ საკუთრი მოწოდებაც მოიგო და 4:1 – რაც უკვე საკმაოდ დიდი უპირატესობა იყო.

მოვლენების ასეთმა გავნითარებამ რუბლიოვის თამაში საბოლოოდ მოშალა, ბასილაშვილს კი პირიქით, ყველაფერი გამოსდიოდა – კორტის სრული ბატონ-პატრონი იყო და კარგად აკონტროლებდა თამაშს. მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა დროის ამბავი იყო.

5:3-ზე ბასილაშვილმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, ძალების სრული მობილიზება მოახდინა და ერთი ამოსუნთქვით, ისე, რომ რუსს შანსი არ დაუტოვა შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ჰამბურგის ტურნირზე შარშანდელი მიღწევა გაიმეორა.

ამრიგად ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 4:6, 6:3 გაიმარჯვა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი გახდა!

წყარო: lelo.ge

SHARE