(ვიდეო) ვაკო ყაზაიშვილის შედევრი გოლი და აღფრთოვანებული მწვრთნელის ქათინაური

478

“სან ხოსემ” MLS-ში ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მე-3 მატჩში გაიტანა – ამჯერად, “მიწისძვრებმა” “კოლორადო რეპიდსი” იმსხვერპლეს – 3:1.

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ყაზაიშვილისთვის ეს იყო მე-7 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში. მისი გოლი მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ პატარა შედევრის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა და “სან ხოსეს” ერთიორად გაუადვილდა სასურველი შედეგის მიღწევა.

“სან ხოსეს” მთავარმა მწვრთნელმა, მატიას ალმეიდამ განაცხადა, რომ ვაკო ყაზაიშვილი და კარლოს ველა დიდი ფეხბურთელები არიან. არგენტინელმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ცალკეც ილაპარაკა:

“ორივე დიდი ფეხბურთელია. ვაკო თამაშობს იმ ფეხბურთს, რომელსაც მისგან ველოდები. როცა კლუბში მოვედი, ის ვერ იყო ფორმაში და ვერ თამაშობდა ისე, როგორც ახლა თამაშობს. მან თავდაუზოგავი ვარჯიშებით შეძლო ამ დონემდე მისვლა. სწორედ ასეთ ფორმაში უნდა იყოს, თუ უნდა, რომ ჩემთან ითამაშოს”, – თქვა ალმეიდამ.

ყაზაიშვილმა 79-ე წუთამდე ითამაშა, გურამ კაშია კი განაცხადშიც არ ყოფილა.

წყარო: lelo.ge

SHARE