(ვიდეო) საბა ლობჟანიძის დუბლით ათკაციანმა რანდერსმა ქულა გადაარჩინა

361

საბა ლობჟანიძის დუბლით “რანდერსმა” ქულა მოიპოვა “ჰობროსთან” საგარეო მატჩში, რომელშიც ჯერ 10 კაცით დარჩა, მერე უპირატესობა დათმო და 1:2-ს აგებდა…

ლობჟანიძემ ანგარიში მის მიერვე მოპოვებული პენალტით გახსნა, მეორე გოლით კი, რომელიც კუთხურს მოჰყვა, წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

ეს მისი მეორე გოლია (პლუს ერთი საგოლე პასი) დანიის მიმდინარე სუპერლიგაში, თავად “რანდერსმა” კი 3 ტურის შემდეგ 2 ფრე ითამაშა და ერთხელაც წააგო.

წყარო: lelo.ge

SHARE