ვერ დავტკბები ცხოვრებით, რომელშიც არ არის ფეხბურთი… რატომ სწავლობს მოურინიო გერმანულს

368

2018 წლის დეკემბერში ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელისპოსტი დაატოვებინესამ ამბის შემდეგ 7 თვე გავიდა და პორტუგალიელი კვლავ არშორდება ამა თუ იმ გამოცემის პირველ გვერდებს. მას იმედი აქვსრომ მალე დაიწყებსახალ სამსახურს, თუმცა აქვს პრინციპული მოთხოვნებიც, რომლის დაკმაყოფილების გარეშე საქმეს ხელს არ მოჰკიდებს

რას აკეთებდა განსაკუთრებული გათავისუფლების შემდეგ?

“ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაზე მეფიქრა და ანალიზი გამეკეთებინა. დავასკვენი, რომ ძალაც შემწევს და უდიდესი სურვილიც, რომ ვიმუშაო და ახალ გამოწვევებს შევეჭიდო. არადა, მეგობრები მიკიჟინებენ – დატკბი ცხოვრებით და რაც აქამდე არ გქონია, იმით ისიამოვნეო… მაგრამ ვერ დავტკბები ცხოვრებით, რომელშიც არ არის ფეხბურთი. უნდა დაველოდო შანსს”, – უთხრა ჟოზე მოურინიომ “სქაი სპორტს”.

როგორც კი ის წავიდა”მანჩესტერ იუნაიტედიდან”, მაშინვე განაცხადა: დიდი იმედი მაქვსრომპრესა ჩემი პოზიციის მიმართ პატივისცემას გამოავლენსგარდა ამისა, იმისიც მჯერა, რომ მომეცემაშანსი, მშვიდად ვიცხოვრო მანამსანამ ჩემს კარიერაში ახალი კლუბი გამოჩნდება და ფეხბურთშიდავბრუნდები”.

მაშინ ყველას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტების შეკითხვებით თავგაბეზრებულ მოურინიოს უნდოდა, გარკვეული ხნის განმავლობაში დაეტოვებინა მედიასივრცე და უბრალოდ მშვიდად ყოფილიყო. მოურინიო ზოგადად არ იღლება ჟურნალისტებთან ურთიერთობით, მაგრამ მისი გაგება შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ის ორჯერ სკანდალურად გააგდეს დიდი კლუბებიდან. ამან შეიძლება ნებისმიერი დაღალოს. დაღალოს კი არა და, საერთოდაც ხელი ააღებინოს სამწვრთნელო საქმეზე…

ყველაფრის მიუხედავად, მოურინიოს მაინც არ გამოუვიდა მშვიდი, მხოლოდ ოჯახზე ორიენტირებული ცხოვრება. როცა ის იმას ამბობდა, რაც ზემოთ დავწერეთ, ალბათ ცოტათი აჭარბებდა კიდეც. უკვე იანვარში ის ავტორიტეტული საფეხბურთო არხის ექსპერტი გახდა – აანალიზებდა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, აკრიტიკებდა “ბარსელონას” და ასწავლიდა ივანრაკიტიჩს, თუ როგორ და რა უნდა დაეწერა… “ინსტაგრამზე”. საინტერესოა, რომ ის ხანდახან არსენ ვენგერთან ერთადაც მუშაობდა რეპორტაჟებზე – იმ ვენგერთან, ვისთანაც თავის დროზე ხელჩართული ჩხუბიც მოსვლია თამაშის მსვლელობის დროს…

გავიდა ცოტა ხანი და მოურინიომ საკუთარი შოუ გააკეთა. აქ განსაკუთრებული ადგილი საფეხბურთო ანალიტიკას ეჭირა. თანაც, ამავე დროს, მან შეინარჩუნა წინა სამსახური. ასე რომ, ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტების გარეშე ის ვერ ძლებს.

რას აკეთებს ახლა?

ივლისიდან შოუ ეთერში აღარ გადის. რა თქმა უნდა, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ახლა სეზონთშორისი პერიოდია და არც იმდენი სკანდალია ფეხბურთში, “განსაკუთრებულ” პორტუგალიელ სალაპარაკოს რომ მისცემდა…

ცოტა ხნის წინ მოურინიო უიმბლდონის კორტებზე შენიშნეს. ყველასთვის ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარს ჩოგბურთი. ის დაესწრო როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალისნახევარფინალურ მატჩს…

ამ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე ჟოზემ ჟურნალისტებთან საუბარში ნადალზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ესპანელი იმდენად განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების კაცია, თავისუფლად შეეძლო, ეთამაშა ფეხბურთი და არა მხოლოდ ეთამაშა, არამედ, ძალიან წარმატებულიც კი ყოფილიყო. სწორედ იმ დროს გადაიღო პორტუგალიელმა ფოტო დიდ ესპანელთან…

რატომ არის აქამდე უკლუბოდ?

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი – ის იმიტომ არ არის უმუშევარი, რომ წინადადებები არ აქვს. ჟოზეს სამწვრთნელო ავტორიტეტი ჯერ ასე დაბლა ნამდვილად არ დაცემულა, პირიქით, ამ შვიდი თვის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მიიღო ათამდე კლუბისგან, მათ შორის – “მონაკოსგან”, “ბოკა ხუნიორსისგან”, “ლიონისგან”, “ინტერისგან”, “რომასგან”, “ნიუკასლისგან”… ასევე იყო წინადადება ჩინეთიდან…

როგორც ირკვევა, ყველაზე ახლოს ჟოზე “ინტერში” დაბრუნებასთან გახლდათ, მაგრამ მილანური კლუბის ხელმძღვანელებმა ბოლოს მაინც ანტონიო კონტე არჩიეს. პორტუგალიელს გრანდში გადასვლა უნდა. მას არ სურს ნაკლებად ამბიციურ კლუბში მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამდენ ხანს უკვე ჩაიბარებდა თუნდაც “ნიუკასლს”, რომელიც რაფა ბენიტესის წასვლის შემდეგ ერთხანს უმწვრთნელოდ იყო…

რა პერსპექტივა აქვს?

მოურინიოს ძალიან ენატრება ფეხბურთი. მან არაერთხელ თქვა, რომ დაბრუნებას უახლოეს მომავალში აპირებს. ჯერ მან თქვა, რომ ივნისში დაბრუნდებოდა, მერე კი ბოლო ვადად ივლისი დათქვა. ახლა კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, სულ მცირე, შემოდგომამდე უმუშევარი იქნება.

ამ დროისთვის არცერთ გრანდს არ სჭირდება მწვრთნელი. თანაც, სეზონის დაწყებამდე სულ მცირე დროა დარჩენილი და ალბათ ვერავინ გარისკავს ასე თუ ისე ამბიციურ კლუბში მწვრთნელის შეცვლას.

დღესდღეობით ყველაზე რეალურ ვარიანტად მიუნხენის “ბაიერნი” მოჩანს. აქვე ვთქვათ, რომ ჟოზემ გერმანული ენის სწავლა დაიწყო და თუ რეპეტიტორებს დავუჯერებთ, ბეჯითი მოსწავლეა და უკვე დიდი წარმატებებიც აქვს.

ახლა ისეა საქმე, რომ მოურინიო უნდა დაელოდოს რომელიმე მწვრთნელის ფეხის დაცდენას. ოღონდ, ისიცაა, რომ ბევრი სპეციალისტია ისეთი (მათ შორის მოურინიოც), ვისაც არ უყვარს საქმის შუა გზიდან დაწყება, არ ხიბლავს ისეთ გუნდში მისვლა, რომელიც მისი დაკომპლექტებული და მომზადებული არ არის…

არადა, კარგა ხანია, “ბაიერნის” თავკაცი ნიკო კოვაჩი მთლად დამაჯერებლად ვერ გრძნობს თავს “რეკორდმაისტერის” სამწვრთნელო სავარძელში. ამას ემატება ისიც, რომ “ბაიერნმა” ამ ზაფხულს ძირითადად დაცვა გააძლიერა მხოლოდ.

საფეხბურთო ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზეც, რომ ეს სეზონი “ბაიერნისთვის” ძალიან რთული იქნება. ბოლოს და ბოლოს, გუნდიდან ერთად წავიდნენ არიენ რობენი და ფრანკრიბერი. სად არის გარანტია, რომ კოვაჩის გუნდი კარგად დაიწყებს სეზონს? მით უმეტეს, როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა გერმანულ გრანდში…

ასე რომ, სწორედ მოურინიო მიიჩნევა კოვაჩის ყველაზე სავარაუდო შემცვლელად. ალბათ, ის დაირტყამს გრძელვადიან კონტრაქტს და ეცდება, ახალი ეპოქა დაიწყოს “რეკორდმაისტერის” ცხოვრებაში.

ზოგადად, კოვაჩი ვერ გამოჩნდა იმ გაქანების მწვრთნელად, რომლის ხელშიც რაიმე ეპოქაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მეტადრე, იმ მწვრთნელების ფონზე, რომლებიც “ბაიერნს” ახლო თუ შორეულ წარსულში ჰყოლია…

რა თქმა უნდა, როცა გრანდების კრიზისზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მადრიდის “რეალი”. ყველა კარგად ვხედავთ, რომ “სამეფო კლუბში” იდეალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ მოურინიოს დაბრუნება იქ მაინც რთულად წარმოსადგენია.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაშორდნენ ერთმანეთს ჟოზე და “რეალი”. ამის მიუხედავად, ბოლო დროს რამდენიმე მედიასაშუალებამ ისინი ერთად ახსენა…

მოკლედ, პორტუგალიელი მწვრთნელი გზაგასაყარზე დგას. უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს, სად იმუშავებს. ცხადია, მოურინიოს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ თამასას დაბლა არ დასწევს. რომელიმე ევროპული გრანდი და მოურინიო ერთად – ეს უკვე ძალიან საინტერესო თემაა. იქ, სადაც ჟოზეა, სულ იქნება ინტერესი და ისეთი ინტრიგები, ჟურნალისტებს საქმეს რომ არ გამოულევს…

წყარო: lelo.ge

SHARE