ნადალი: „ის აღარ ვარ, მაგრამ…“

580

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ წლების გასვლასთან ერთად, სათამაშო სტილის შეცვლა უხდებოდა.

„უფრო აგრესიულად დავიწყე თამაში, თუმცა ეს ერთ დღეში ან წელიწადში არ ხდება. ფეხები უკვე ისეთი ძლიერი აღარ მაქვს, როგორც 2005-ში, როცა პირველი „როლან გაროსი“ მოვიგე. იგივე ეხება კორტზე გადაადგილებასაც. კონკურენტუნარიანად დარჩენისთვის ცვლილებებია საჭირო. მე, ფედერერს და ჯოკოვიჩს ჯერაც არ გაგვქრობია გამარჯვებების სურვილი.

როცა ორგანიზმი მაგრძნობინებს, რომ დიდი მატჩების დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ, ეს ნიშანი იქნება, რომ გავჩერდე. ჟინი და ამბიცია ჩემში ისევ ცოცხლობს, თუმცა ჩოგბურთი მთელი ჩემი ცხოვრება არ არის. სხვაც ბევრი რამაა, რაც მაბედნიერებს. მაგალითად, მეგობრებთან ერთად დროის გატარება.“ – უთხრა ნადალმა Tennis World USA-ს.

წყარო: worldsport.ge

SHARE