ESPN-ის ცნობით, “ბარსელონამ” ფელიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელის გაყიდვა გადაწყვიტა, მეტიც, აღნიშნული ინიციატივა “ბლაუგრანას” ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანია.
არსებობს ერთი პრობლემა – სამხრეთ ამერიკელს მსურველები არ ჰყავს.
ზაფხულის დასაწყისში “ბარსელონას” შვიდიანის სახელს “პსჟ”-სა და პრემიერ ლიგის გუნდებს უკავშირებდნენ, თუმცა ახლა, კოუტინიოს მისამართით არაფერია.
ერნესტო ვალვერდე ფელიპეს კატალონიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს.
წყარო: goal.ge