„რუბინის“ ქომაგებმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი თვის საუკეთესოდ დაასახელეს

404

ყაზანის “რუბინის” ვებგვერდზე ჩატარდა გამოკითხვა ივლისის თვის საუკეთესო გოლის გამოსავლენად, სადაც გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოსკოვის “ლოკომოტივის” კარში გატანილი გოლი დაასახელეს.

ახალგაზრდა ქართველმა დედაქალაქურ კლუბს პრემიერლიგის პირველ ტურში გაუტანა. მატჩი 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარი კვარაცხელიამ სწორედ “ლოკომოტივში” გაატარა.

ამ მომენტში “რუბინის” ვებგვერდზე თვის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენი გამოკითხვა ტარდება, სადაც 7 დასახელებულ კანდიდატს შორის სამი ქართველია – ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი და ბექა მიქელთაძე.

ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

წყარო: sportall.ge
SHARE