ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინ გამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომელიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
“ერთ დროს, რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.
უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.
ქართველები რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო – ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.
ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.
შოთას გაწვრთნილი “ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ “ლოკომოტივს” 11 ქულით უსწრებს.
წყარო: sportall.ge