ლაშა ჯაკობია: გენტში ქართული შემტევი ტრიო ნაკრების ინტერესებშია…

404

“გენტის” ძირითად გუნდში გიორგი ბერიძის ოფიციალური დებიუტი ერთი კვირის წინ, რუმინულ “ვიტორულთან” პირველ მატჩში (6:3 ბელგიელთა სასარგებლოდ) შედგა, თუმცა გუშინდელ საპასუხო შეხვედრაში ახალგაზრდა ქართველი შემტევი განაცხადში არ ყოფილა.

22 წლის ბერიძე “გენტი” 2-წლიანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა და სლოვაკურ “ტრენჩინსა” და უნგრულ “უიპეშტში” მოღონიერებულმა, ბელგიურ კლუბში თავის დამკვიდრება მოახერხა.

ბერიძის შესახებ მისი მენეჯერი, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობიაგველაპარაკა:

ევროპალიგაზე გიორგის დებიუტს კარგი გამოხმაურება მოჰყვაძალიან აქტიური იყომცველებსარ ასვენებდაერთ ეპიზოდში კი მაგარი პასი გააკეთამაგრამ თავდამსხმელმა ცარიელ კარში ვერგაიტანა… ცხადიაგიორგის დარჩენა უკვე გადაწყვეტილია. “გენტს” რომ ველაპარაკემითხრეს –მინიმუმ სეზონის ბოლომდე დავტოვებთოამ პერიოდში გუნდს კიდევ უფრო უკეთ შეეწყობა,შეთამაშდება და უფრო თამამადაც ათამაშდებამას იმხელა პოტენციალი გააჩნიადარწმუნებულივარ, “გენტში” ერთერთი გამორჩეული ფიგურა გახდებაოთხ საკონტროლო შეხვედრაშიგატანილი 8 გოლითა და ევროპალიგაზე კარგი გამოსვლით დაამტკიცარომ ის ბელგიაშისათამაშოდ ფიზიკურადაც მზადაა და ფსიქოლოგიურადაც“, – ამბობს ჯაკობია.

ცხადია, დავინტერესდით გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, მან ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის პროცესშია:

გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციას შემოდგომაზე დაასრულებსგიორგი ქვილითაია უკვემომჯობინდა და მალე ითამაშებსვოცნებობ, “გენტში” ქართული თავდასხმა ვიხილობელგიისჩემპიონატიდა კონკრეტულად “გენტი“, მაღალი დონის მოთამაშეების გაზრდითაა ცნობილი. “გენტში” საქართველოს ნაკრების ინტერესებისთვის სასურველი ამბავი ხდებაძალიან კარგია დამაიმედებს ის ფაქტირომ ერთ გუნდში სამი ქართველი თავდამხმელი ითამაშებსანუ მათიშეთამაშების დიდი შანსიაეს კი საბოლოოდ ისევ ჩვენს ეროვნულ გუნდს და მისი შემტევიპოტენციალის გაზრდას წაადგება“.

ჯაკობია ლევან შენგელია მენეჯერიცაა. სწორედ მისი შუამავლობით მოხვდა თბილისის “დინამოს” შემტევი 3 წლის წინ ბელგიურ “ტუბიცეში”. ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობით, შენგელია კარიერას იქაური ლა ლიგა 2-ის ბინადარ “კადისში” გააგრძელებს. თუმცა ჯაკობია ამბობს, რომ შენგელია, შესაძლოა, სხვა გუნდში აღმოჩნდეს:

ლევანს “დინამოსთან” კონტრაქტი 31 აგვისტოს უმთავრდება და ჯერ მთლიანად ევროთასებზეაგადართულიჩვენი დიდი სურვილიარომ “დინამოსთან” ერთად ევროპალიგაზე მაქსიმალურადშორს წავიდეს. “გაბალას” შემდეგ “ფეიენოორდს” შეხვდებიან და მეტი შანსიარომ გუნდსდაეხმაროს და თავი გამოიჩინოს

რაც შეეხება “კადისზე” გავრცელებულ ინფორმაციასამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევიაჩვენთვისფეხბურთელის ბუნებრივ ინტერესთან ერთად, “დინამოს” პოზიციაც გასათვალისწინებელია,რადგან ევროტურნირში ქართული კლუბი რაც უფრო შორს წავაუეფას რეიტინგში საქართველოსმით უფრო მაღალი კოეფიციენტი დაუფიქსირდებადამიჯერეთსაბოლოოდეს მენეჯერებისმუშაობაზეც დადებითად აისახება“.

წყარო: lelo.ge

SHARE