იოჰან ბოსკამპი: „ფეიენოორდს“ „დინამოსთან“ პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ…“

470

„დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა ჰოლანდიურ მედიასთან ქართული კლუბის შესახებ კომენტარი გააკეთა. 70 წლის სპეციალისტის განცხადებით, „ფეიენოორდი“ ფავორიტია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

„ეს ფანტასტიკური პერიოდი იყო. 6 თვის განმავლობაში ვიმუშავე და შესანიშნავი ხალხი გავიცანი. „ფეიენოორდს“ „დინამოსთან“ წესით პრობლემა არ უნდა შეექმნას, მაგრამ შარშან „ტრენჩინთან“ მატჩამდეც ასე ვამბობდი. „დინამო“ საქართველოში უდიდესი გუნდია. ჩემს პერიოდში ყველა საუკეთესო ფეხბურთელი „დინამოში“ თამაშობდა, რადგან პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ყველას გუნდში იწვევდა“, – თქვა ბოსკამპმა.

იოჰან ბოსკამპი 1999 წელს „დინამო თბილისისა“ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო.

გარდა ამისა, ჰოლანდიურ მედიასთან კომენტარი ვეტერანმა ფეხბურთელმა ტეო ინასენმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ როტერდამელებს იდეალური პერიოდი არ უდგათ:

„ფეიენოორდს“ მძიმე დროება უდგას. პრობლემა ისაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ არიან საუკეთესო და შესაფერის ფორმაში“, – აღნიშნა იანსენმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ „ფეიენოორდს“ 8 აგვისტოს „დე კუიპზე“ დაუპირისპირდება, ხოლო 15 აგვისტოს თბილისში უმასპინძლებს.

წყარო: worldsport.ge

SHARE