ქალური სამართალი უეფას სუპერთასზე

440

14 აგვისტოს, 23:00 საათზე, სტამბოლში, „ვადაფონ არენაზე“,  ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული“ ევროპალიგის გამარჯვებულ „ჩელსის“ შეხვდება.

უეფას ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოქვეყნა იმ მსაჯების ვინაობა, ვინც ამ შეხვდედრას მოემსახურება. უნდა ითქვას, რომ ევროპული ფეხბურთის მმართვემა ორგანომ ერთობ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და შეხვედრის განსჯა ქალბატონებს მიანდო. მთავარი არბიტრი ფრანგი სტეფანი ფრაპერი იქნება, მას დაეხმარებიან მანუეალა ნიკოლოსი და მიშელ ო`ნილი.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მამაკაცთა ევროთასების მატჩს ქალბატონი მსაჯი ეყოლება.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ სტეფანი ფრაპერმა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსაჯა აშშ-ისა და ჰოლანდიის ნაკრებებს (2:0) შორის. ცოტა ადრე, აპრილში კი გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1 მატჩზე გახლდათ მივლენილი, მან „ამიენისა“ და „სტრასბურგის“ მატჩი იმსაჯა.

წყარო: lelo.ge

SHARE