პუიოლი „ბარსელონაში“ ბრუნდება

409

„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი, კარლეს პუიოლი, მალე კატალონიურ კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება – წერს Mundo Deportivo. გამოცემის მტკიცებით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა წინადადებით პუიოლს.

სპორტული დირექტორის თანამდებობა „ბარსელონაში“ ხოსეპ სეგურას გათავისუფლების შემდეგ გახდა ვაკანტური. სეგურა ამ თანამდებობაზე ოთხ წელიწადს მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში „ლურჯ-ბროწეულისფერებმა“ 13 ჯილდოს მოგება მოახერხეს.

პუიოლი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ „ბარსელონაში“ თამაშობდა. 1999-2014 წლებში. მან კატალონიურ კლუბთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

წყარო: worldsport.ge

SHARE