„ფეიენოორდის“ ფანები ფრთხილობენ – ერთ-ერთმა 1981 წლის მატჩის ბილეთი გამოაქვეყნა

369
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსთან” მომავალმა დაპირისპირებამ “ფეიენოორდის”გულშემეტკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ერთ-ერთი ქომაგი, ჯოზი რუბენსკი საინტერესო მატჩს ელის, იხსენებს 38 წლის წინანდელ თამაშს და ბილეთის სურათსაც აქვეყნებს.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფანის გამონათქვამს:
ჯიმი სტურუსი: “ახლახან ვუყურე მაგათ გუშინდელ თამაშს. მართლა საშიში გუნდია”.
ტომას დობელარი: “ეს მატჩები ჩვენ ჯერ არ მოგვიგია, სწრაფი და საშიში მოწინააღმდეგეა. ყოველ შემთხვევაში, რაც ვნახე, ასეთია”.
რონალდ გიბონი:”დიდი ამბები დატრიალდება, თუმცა უნდა ვუფრთხოდეთ”.
ჯონ ბურგესი:”ვფიქრობ, გაგვიჭირდება, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვებთ”.
რის კლუიტი:”ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გუნდი საჩუქარი
ნამდვილად არ არის”.
ჯონ დე ბრეიჰენი:”ძალიან კარგი გუნდია, ისევ კარგ მატჩებს ვიხილავთ”.
“დინამოსა” და “ფეიენოორდის” პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს როტერდამში, განმეორებითი კი 15 აგვისტოს თბილისში გაიმართება.
წყარო: sportall.ge
SHARE