ქართული კლუბების, თბილისის “დინამოსა” და “საბურთალოს” საევროპო ასპარეზობის შეფასებაბოლო ორ შეხვედრაში და მომდევნო ორი მატჩის წინ, ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რევაზ ძოძუაშვილს ვთხოვეთ:
“მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს ქართული კლუბების ასპარეზობა ევროთასებზე. “საბურთალოს” ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს და ამ შანსს გამოყენებასჭირდება.
“არარატთან” შეხვედრაში “საბურთალო” თავიდან დიდ ყურადღებას აქცევდა დაცვას. მეორე ტაიმშივითარება შეიცვალა. გუნდმა მეტი ყურადღება დაუთმო შეტევას და შედეგიც მიიღო. თუ გადავავლებთთვალს “საბურთალოს” შეხვედრებს, ვნახავთ, რომ ამ გუნდმა წარმატებას შეტევაში კარგი თამაშითმიაღწია. შეტევა “საბურთალოს” ძლიერი მხარეა…
რაც შეეხება “დინამოს“. “გაბალასთან” გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ახალი ძალა შემოიტანეს გუნდშიახალმა ფეხბურთელებმა, მათ შორის, იმათაც, თბილისურ კლუბს “ტორპედოდან” რომ შეუერთდნენ…
და მაინც, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა ჰოლანდიაში? პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალურიანგარიშით ვაგებდით და მეორე ტაიმი ისე დავიწყეთ, ანგარიში სულ თავისუფლად შეიძლებოდა, 1:1 გამხდარიყო. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც კაცი გაგვიგდეს…
კონკრეტულად ხელს არავისკენ ვიშვერ, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რაც საქართველოს ჩემპიონატშიხდება. აქ ყველა ყველას ახლობელი და მეგობარია – მწვრთნელები, მსაჯები, ფეხბურთელები… არასპორტულ საქციელზე, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ხულიგნობაზე, რეაქცია უნდა იყოს გაცილებითმკაცრი! აგერ, განახლდა სეზონი და ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს ეს!..
ჩვენი შეცდომაა, მწვრთნელების, ჟურნალისტების, ყველასი, რომ აქამდე არ ვთქვით ამაზე. მე ყველალიგის თამაშს ვესწრები და ვიცი, რასაც ვამბობ. ამაზე თითქმის არავინ ამახვილებს ყურადღებას. არადა, როტერდამში სწორედ ეს დაგვაკლდა, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი“, – გვითხრა
წყარო: lelo.ge