„სან ხოსეს“ ლეგენდამ ყაზაიშვილი შეაქო: ალბათ შეამჩნევდით, რომ ვაკო…

408

MLS-ის მორიგ ტურში გატანილი გოლის შემდეგ “სან ხოსეს” ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კლუბის კაპიტანმა და ლეგენდამ კრის ვონდოლოვსკიმ შეაქო.

“ის საოცრად თამაშობს. ვფიქრობ ვაკო ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, ყოველთვის იყენებს საკუთარ ტექნიკას, მაგრამ, ალბათ, შეამჩნევდით, რომ დაცვით ფაზაშიც შესანიშნავად მოქმედებდა. ის გასაოცარია”, – განაცხადა 36 წლის ვონდოლოვსკიმ, რომელიც “სან ხოსეს” საუკეთესო ბომბარდირია.

ყაზაიშვილისა და კაშიას “სან ხოსე” “კოლორადო რეპიდსთან” დამარცხდა, ვაკომ კი ბოლო 9 შეხვედრაში მე-7-დ გაიტანა.

ქართველების გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს.

წყარო: sportall.ge

SHARE