“კადისი” შენგელიას ალტერნატივას ეძებს, რადგან ქართველი ყოყმანობს”, – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა “დარიო კადისმა” წერილი, რომელიც თბილისის “დინამოს” თავდამსხმელის მიმართ ესპანური კლუბის ინტერესს ეძღვნებოდა.
“კლუბი “კადისი” ლევან შენგელიას მთელი ზაფხულის განმავლობაში არ დაელოდება. ესპანურ კლუბსდა თბილისის “დინამოს“ სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ, რომ მოთამაშე ქართულ კლუბთანხელშეკრულების დასრულებისთანავე, ანუ 31 აგვისტოს, “კადისს” შეუერთდებოდა.
მაგრამ მოთამაშის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომ, თითქოს, მას მომავალი კლუბი არგაურკვევია და “კადისზე” ისე ლაპარაკობს, როგორც რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთზე, ესპანურიკლუბი აიძულა, მარჯვენა ფლანგისთვის მის ალტერნატივაზე ეფიქრა. “კადისში” ჯერ შენგელია არჩამოუწერიათ. სავარაუდოდ, ქართველი “ყვითლების“ (“კადისის” ზედმეტსახელია) გუნდში მოხვდება.
თუმცა ეს ამბავი ისეთივე აშკარა აღარ არის, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო. გუნდი ყოველი შემთხვევისთვის სატრანსფერო ბაზარზე ალტერნატივას ეძებს, რადგან მარჯვენა ფლანგზე გაძლიერება სჭირდება. “კადისი” ასევე ცდილობს, ჰონდურასელი ჩოკო ლოსანოს გადაბირებას, რომელიც “ ჟირონადან” სეზონის დასრულებამდე იჯარით ითამაშებს”, – წერს გამოცემა.
მაგრამ მოვლენები სწრაფად განვითარდა. გამოცემა eldesmarque.com ამტკიცებს, რომ “კადისმა” ქართველ თავდამსხმელზე უკვე უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემასთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოსკარ არიასმა განაცხადა.
“კლუბის სპორტულმა დირექტორმა საბოლოოდ გამორიცხა ლევან შენგელიას ჩამოსვლა. მან ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. “კადისი” ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომლის ფორმის მორგებაც მოთამაშის სახელს წაადგება. ასე რომ, ამ კლუბის პრესტიჟთან თამაშს ვერავინ შეძლებს. სერიოზული სახელისა და იმიჯის შენარჩუნების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ვარიანტზე უარი გვეთქვა”, – ამბობს ოსკარ არიასი.
შეგახსენებთ, რომ “ფეიენოორდთან” მატჩის შემდეგ შენგელიამ “ლელოსთან” ექსკლუზიურად გაუმხილა მოლაპარაკების ფაქტი (“კადისისა” და “ტენერიფეს” პარალელურად) თურქეთის სუპერლიგის კლუბ “ქონიასფორთანაც”. რამდენიმე ესპანური გამოცემაც იმავეს ამტკიცებს – ქართველი შემტევი ესპანეთის ნაცვლად თურქეთში ითამაშებსო…
წყარო: lelo.ge