ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება. ინფორმაციას ახალი ამბების კორეული სააგენტო “იონჰაპის” (yna.co.kr) ავრცელებს.
“სამხრეთ კორეა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებლად ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში საქართველოს შეხვდება. თუ შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდება, მატჩი გაიმართება ხუთი დღით ადრე, ვიდრე სამხრეთ კორეა 2022 წლის მსოფლიო თასისთვის აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქმენეთს შეხვდება”, – წერია კორეული სააგენტოს ცნობაში.
“იონჰაპის” ცნობაში წყაროდ კორეის ფეხბურთის ფედერაციიაა მითითებული და საქართველოსთან მატჩის კონკრეტული თარიღიც წერია: “ეს კორეის ფეხბურთის ფედერაციაში (KFA) ითქვა. მათივეთქმით, მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და ფაქტობრივად შეთანხმებულია, რომ ამხანაგური მატჩი სტამბოლში 5 სექტემბერს გაიმართება”.
წყარო: lelo.ge