ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

490
უნგრეთის ქალაქ შეგედში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი კაიაკსა და კანოეში, სადაც საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით იასპარეზებს. კაიაკერთა შორის მხოლოდ ბადრი ყაველაშვილია, კანოისტთა შორის კი ზაზა ნადირაძე, მარიამ ქერდიკაშვილი, გია გაბედავა და ნიკოლოზ ხატიაშვილი გამოვლენ.

გუშინ საკვალიფიკაციო გაცურვები გაიმართა. ზაზა ნადირაძემ 200 მეტრზე სპრინტში საუკეთესო დრო აჩვენა – 38.63 წამი და პირველი ადგილით გავიდა ნახევარფინალში. შეგახსენებთ, რომ ზაზა ამ დისტანციაზე მსოფლიოს 2017 წლის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ, შარშანდელ ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა; ივნისში, ევროპის II თამაშებზე კი მეოთხე იყო.

23-წლამდელთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით საკვალიფიკაციო გაცურვაში მეორე დრო აჩვენა – 34.36 წამი. ისიც ნახევარფინალშია.

წყარო: sportall.ge
SHARE