US OPEN-ის პირველ წრეში: ბასილაშვილი vs ფუჩოვიჩი

487

ორშაბათიდან სტარტს აიღებს ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობა, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP: 18, აშშ-ში მე-17 ნომრადაა განთესილი), ითამაშებს.

პირველ წრეში ნიკას მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი უნგრელი, 27 წლის მარტონ ფუჩოვიჩი (ATP: 65) იქნება.

ეს ჩოგბურთელები 2013 წლიდან მოყოლებული 7-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა უნგრელის მხარესაა (5/2). ბოლოს ფუჩოვიჩმა ბასილაშვილი 2019 წლის ივნისში შტუტგარტის ტურნიტზე სამ სეტში დაამარცხა.

პირველი წრის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 33 წლის ტომაშ ბერდიხსა (ATP: 101) და საკვალიფიკაციოდან გამოსულ ჩოგბურთლს შორის გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილი-ფუჩოვიიჩის მატჩი 26 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.

წყარო: lelo.ge

SHARE