2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში, არგენტინის ნაკრებს ისევ სკალონი უხელმძღვანელებს

373

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა, ლიონელ სკალონი ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დატოვა და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ალბისელესტეს“ სწორედ ის გაუძღვება.

აფა-სთან სკალონის კონტრაქტს 2019 წლის ბოლოს გასდის ვადა, მაგრამ მხარეები მას უახლოეს ხანში განაახლებენ და გააგრძელებენ.

41 წლის სკალონი არგენტინის ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდი წლევანდელ კოპა ამერიკაზე ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მასპიძელ ბრაზილიასთან დამარცხდა (0:2). მესამე ადგილისთვის მატჩში კი ჩილეს სძლია – 2:1.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ჯგუფში, მონაწილეობას 10 ნაკრები მიიღებს. ისინი ტურნირს ორ წრედ გაითამაშებენ და საუკეთესო ოთხი პირდაპირ მოხვდება ყატარულ მუნდიალზე, მეხუთეადგილოსანი კი პლეი ოფში შეხვდება სხვა კონფედერაციის წარმომადგენელს.

წყარო: worldsport.ge

SHARE