„ტვენტეს“ მწვრთნელი: გიორგი აბურჯანია 90 წუთის სათამაშოდ მზად არის, თუმცა…

370
“ტვენტეს” მთავარი მწვრთნელი გონსალო გარსია გუნდში მიმდინარე პროცესებსა და ფეხბურთელებზე საუბრისას ქართველ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიასაც შეეხო.

 

“გიორგი აბურჯანია 90 წუთის სათამაშოდ მზად არის, თუმცა მას ჯერ თამაშის რიტმის დაჭერა უჭირს. ამის მიზეზი გასაგებია, მან სრულად გამოტოვა მოსამზადებელი პროცესი. შაბათს, “ჰეერენვენის” წინააღმდეგ რამდენიმე ფეხბურთელი მიიღებს სათამაშო წუთებს და ვნახოთ, რა მოხდება იქამდე”, – განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელმა.

 

მომდევნო შეხვედრა “ტვენტეს” “ჰეერენვენთან” ხვალ, 24 აგვისტოს ექნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge
SHARE