ამაზე ფლორენტინო პერესი ძალიან გაბრაზდა… ანუ როგორ მოიგო რონალდომ ოქროს ბურთი

457
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან კონფლიქტზე ისაუბრა.
ბლატერის თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მან “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი “რეალის” თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს შეადარა.
– ოქსფორდში კონფერენციაზე სტუდენტებს ვუთხარი, რომ ისინი ორივე კარგები იყვნენ, მაგრამ მესი ბავშვია, რომლის ყოლას ნებისმიერდი დედა ოცნებობს, ხოლო რონალდო უფრო რობოტივითაა. კრიშტიანო უკმაყოფილო იყო, ხოლო “რეალის” პრეზიდენტი განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა.
 
– რა გითხრათ ფლორენტინო პერესმა?
– რომ სხვათაშორის “რეალის” საპატიო წევრი ხარო…
– და ასეთი სიტყვების შემდეგ ამ პოსტზე დარჩით?

-დიახ, დამაწინაურეს კიდეც! მაგრამ ფლორენტინო ძალიან გაბრაზებული იყო. “როგორ შეგიძლია მსგავსი რამე თქვა, როცა თავად ხარ “რეალის” საპატიო წევრი?” – მკითხა პერესმა. მე ვუთხარი, რომ ეს პირადი გემოვნების ამბავი იყო. ის გადაირია და მითხრა, რომ დაუყონებლივ განმემარტა ჩემი სიტყვები. შემდეგ კი კრიშტიანომ “ოქროს ბურთი” მოიგო.

წყარო: sportall.ge

SHARE