ბოლქვაძემ ამერიკა ისტორიული მოგებით გახსნა

749
MANCHESTER, ENGLAND - JUNE 10: Mariam Bolkvadze of Georgia celebrates while playing against Emily Webley-Smit during Day one of the Fuzion 100 Manchester Trophy at The Northern Lawn Tennis Club on June 10, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by Nathan Stirk/Getty Images for LTA)

ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში, ქალთა ერთეულთა თანრიგში საკვალიფიკაციო ბადიდან ამოსული 21 წლის ქართველი მარიამ ბოლქვაძე ამერიკელ ბერნარდა პერას შეხვდა.

მარიამისთვის ეს დიდი სლემის პირველი ტურნირი გახლდათ და უნდა ითქვას, რომ ქართველი ჩოგბურთელი კორტზე საკმაოდ თავდაჯერებული გამოიყურებოდა, მან პირველი სეტი 6:3 მოუგო მეტოქეს, მეორე სეტშიც 4:4-ზე ორჯერ ტაიბეირიკის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ სეტი დიდი ბრძოლის შემდეგ, 5:7 დათმო.

გადამწყვეტ სეტი ამერიკელმა ჩოგბურთელმა ბრეიკით გახსნა, შემდეგ საკუთარი მოწოდებაც მოიგო და 2:0 დაწინაურდა. მესამე სეტის მესამე გეიმში მარიამმა საკუთრი მოწოდება მოიგო და სამედიცინო ტაიმ აუტი მოითხოვა. შეხვედრა რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ განახლდა, ქართველმა შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და ანგარიში გაათანაბრა 2:2, რის შემდეგაც პერა კვლავ ბრეიკით გავიდა წინ, მერვე გეიმში ბოლქვაძე, პერას მოწოდებაზე, 40:0 დაწინაურდა და კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება 4:4, რასაც საკუთარ მოწოდებაზე კარგი თამაში მოაყოლა და 5:4 დაწინაურდა, შემდეგ კი პერას მოწოდებსთან ერთად შეხვედრაც მოიგო.

ამრიგად დიდი სლემი ქართველმა დებიუტანტმა სამ სეტში, 2 საათსა და 20 წუთში, 6:3 5:7, 6:4 ისტორიული მოგება ჩაიწერა და ქართველი გულშემატკივარი ძალიან გაახარა.

მეორე წრეში მარიამს სერიოზლული გამოცდა ელის, მისი მეტოქე ქალთა რეიტინგის მე-3 ნომერი ჩეხი კაროლინა პლიშკოვა იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE